უბტანი სხეულისთვის
უბტანი მრავალფუნქციური საშუალებაა: სახის ნიღაბი და სკრაბი ერთში.
ჩვენი მცენარეული სხეულისთვის უბტანი დამზადებულია მუხუდოს, შვრიისა და კაოლინის ფხვნილების საფუძველზე და გამდიდრებულია შვიტას, ზეთისხილის ხის ფოთლების, ჭინჭრის და ყურძნის ფოთლების ფხვნილებით. ეს მცენარეები საუკეთესოა კანის დეტოქსიკაციისთვის და მიკროცირკულაციასთვის.
როგორ გამოვიყენოთ:
შეურიეთ 1 სუფრის კოვზ უბტანს ½ სუფრის კოვზი ჰიდროლატი ან წყალი. სურვილისამებრ დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზეთი ან თაფლი. მიღებული ერთგვაროვანი პასტა თანაბრად გადაინაწილეთ სხეულისა. გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნაზად შეიზილეთ სველი ხელებით წრიული მოძრაობებით, კარგად ჩამოიბანეთ, გააშრეთ და წაუსვით კრემი ან ლოსიონი.
INCI: Cicer Arietinum Seed Powder, Avena Sativa (Oat) Kernel Flour, Kaolin, Equisetum Arvense Powder, Olea Europaea (Olive) Leaf Powder, Urtica Dioica Powder, Vitis Vinifera Flower Powder.
60გ