უბტანი დამამშვიდებელი
უბტანი მრავალფუნქციური საშუალებაა: სახის ნიღაბი და სკრაბი ერთში.
ჩვენი მცენარეული დამამშვიდებელი უბტანი დამზადებულია მუხუდოს, შვრიისა და კაოლინის ფხვნილების საფუძველზე და გამდიდრებულია ყვითელი ძიძოს, თეთრი აკაციის, ვარდის, ცაცხვისა და ქერიფქლას ფხვნილებით.
ეს მცენარეები ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, ამშვიდებს კანს და ამცირებს გაღიზიანებას.
როგორ გამოვიყენოთ:
შეურიეთ 1 სუფრის კოვზ უბტანს ½ სუფრის კოვზი ჰიდროლატი ან წყალი. სურვილისამებრ დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზეთი ან თაფლი. მიღებული ერთგვაროვანი პასტა თანაბრად გადაინაწილეთ სახესა და კისერზე, თვალის ირგვლივ არეალის თავიდან აცილებით. გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნაზად შეიზილეთ სველი ხელებით წრიული მოძრაობებით, კარგად ჩამოიბანეთ, გააშრეთ და წაუსვით კრემი ან ლოსიონი.
INCI: Cicer Arietinum Seed Powder, Avena Sativa (Oat) Kernel Flour, Kaolin, Melilotus Officinalis Powder, Robinia Pseudoacacia Powder, Rosa Centifolia Flower Powder, Tilia Cordata Flower Powder, Verbascum Thapsus Powder
40 გ